15:42 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-17 13:44:23, 505 ნახვა

რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

დღეს, ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში, ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინით კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

ვაქცინა მედიის წინ ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა გაიკეთა და მედიკოსებს აცრისკენ მოუწოდა.

ვაქცინაცია დღეს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბოლნისის რაიონული სამსახურის მენეჯერმა ხათო ლობჟანიძემ, სასწრაფოსა და კლინიკის  რამდენიმე ექიმმაც გაიკეთეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ,,ასტრაზენეკას“ 500 დოზა ვაქცინა 14 მარტს მიიღო, რომელიც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დასაწყობდა.

ვაქცინაციას პირველ ეტაპზე მედპერსონალი და სხვა რისკ  ჯგუფები ჩაიტარებენ.

,,დღეს, 17 მარტს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაიწყო კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინით, რომელიც არის კორეული წარმოების. პირველ ეტაპზე ვაქცინა განკუთვნილია და პრიორიტეტულ ჯგუფს წარმოადგენს მედპერსონალი. დღეს ავიცერი, მტკივნეული ნამდვილად არ არის, თავს ვგრძნობ კარგად. ჩემთან ერთად აიცრა მედპერსონალის ნაწილი, ნაწილი კი აიცრება თანმიმდევრულად.

მინდა, მოვუწოდო ჩვენს მედპერსონალს ვაქცინაცია ჩაიტარონ აუცილებლად, იმიტომ, რომ ეს არის ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი და ამის გარეშე ეპიდემიას ვერ დავამარცხებთ“,- განაცხადა ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics