|
2021-03-16 13:38:22, 473 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი კონცეპტი“ მარჯანიშვილის 7-ში, ლექციების სერიას უმასპინძლებს
ინტერდისციპლინარული ფორუმი, „თიბისი კონცეპტის“ სივრცეში, მიმდინარე გამოფენის - „მარჯანიშვილის უბანი“ - არქიტექტურა, პოლიტიკა და იდენტობა“- ფარგლებში ჩატარდება. საგანმანათლებლო ლექციებს ლიტერატურის, კულტურის და არქიტექტურის სფეროს წამყვანი პროფესიონალები წაიკითხავენ. ერთდღიანი ფორუმის მიზანი სფეროში დაგროვილი გამოცდილების და ხედვების გაზიარებაა ურბანულ, პოლიტიკურ და სოციო-ეკონომიკურ ჭრილში. თარიღი: 20 მარტი ღონისძიების განრიგი: 12:00 – 13:00 თბილისის არქიტექტურის ბიენალეს პანელი 13:00 - 13:45 თიკო ხომერიკი - ანთროპოლოგი ურბანულ ლაბირინთში 13:45 – 14:15 შესვენება 14:30 – 16:15 ლაშა ბაქრაძე - ლიტერატურა მუზეუმში 16:15 -17:00 ირინა ქურთიშვილი - სახელოვნებო სფეროს გამოწვევები დღეს პროექტი - „მარჯანიშვილის უბანი" თბილისის არქიტექტურის მე-2 ბიენალესთვის შეიქმნა და არქივების სახით ამ უბნის ისტორიებს აერთიანებს. მათ შორისაა: 1980-1990-იან წლებში უბნის რეკონსტრუქციის არქიტექტურული არქივი; 2000-იანი წლების თიბისის სათაო ოფისის შენობის სარესტავრაციო მასალები; ასევე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცული გალაკტიონის დღიურების ჩანაწერები, რომლებსაც გამოფენაზე ფართო საზოგადოება ორიგინალის სახით იხილავს. აღსანიშნავია, რომ გალაკტიონ ტაბიძე ერთ დროს, სწორედ მარჯანიშვილის (ყოფილი ჟორესის) ქუჩაზე, №4 სახლში, მეორე სართულზე ცხოვრობდა. გამოფენის კურატორია ხელოვანი და სცენოგრაფი - ირინა ქურთიშვილი. ლექციებზე ფიზიკურად დასწრება შეზღუდული რაოდენობით იქნება შესაძლებელი. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ლექციები თიბისი კონცეპტის Facebook გვერდზე. ლექციებზე ფიზიკურად დასასწრების მსურველებს რეგისტრაცია თიბისი კონცეპტის ვეგ-გვერდის მეშვეობით შეეძლებათ: www.conceptevents.ge
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)