21:14 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-09 14:13:32, 536 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ჰიდროლოგიური მონაცემები დეტალურად იქნა შესწავლილი

ჰიდროლოგიური მონაცემები დეტალურად იქნა შესწავლილი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში ნამახვანჰესთან დაკავშირებულ მოსმენაზე განაცხადა.

„იყო ჰიდროლოგიურ დაკვირვებებთან დაკავშირებით კითხვა, თუ რამდენად სრულყოფილად იყო ჰიდროლოგია ჩატარებული ამ პროექტის ფარგლებში. საუბარი იყო ოპონენტების მიერ, რომ წყლის რესურსების შეფასება არ მომხდარა და გადაწყვეტილება დაეფუძნა გასული საუკუნის მონაცემებს, რაც არასწორია. ჰიდროლოგიური მონაცემები დეტალურად იქნა შესწავლილი. აღსანიშნავია, რომ არსებობს 76 წლიანი დაკვირვების  ჰიდროლოგიური მონაცემები 2013 წლის ჩათვლით და ეს გაკეთებულია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის და გამოცდილების მქონე იტალიური კომპანიის მიერ. ეს იყო კომპანია Studio Pietrangeli, რომელმაც ჰიდროლოგიური კვლევები აწარმოა და მათ კვლევებთან ერთად დამატებით გამოყენებული იყო შვეიცარული კომპანიის Stucky კვლევები. ჩვენ ვიცით, რომ გუმათის ჰესის კვლევები სრულად თავსებადია ნამახვან ჰესის მონაცემებთან. ასევე, ნამახვანზე არსებობდა ჰიდროლოგიური დაკვირვებების ინფორმაცია და ეს ყველაფერი გაერთიანდა და არის ამ ანგარიშში წარმოდგენილი.

მაქსიმალური ჩამონადენი გათვლილია 10 000 წლიან განმეორებადობაზე, კერძოდ, მაქსიმუმის მაქსიმუმზე 4900 კუბურ მეტრზე. ლაჯანურიდანაც კი, მაქსიმალურად რომ გამოუშვან წყალი ჯამში 4900 კუბურ მეტრს ვერ მიაღწევს. შესაბამისად, მაქსიმალურად კონსერვატორული გათვლებია წარმოდგენილი“, -  განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში ნამახვანჰესთან დაკავშირებულ მოსმენაზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics