|
2021-03-07 10:13:35, 670 ნახვა
საზოგადოება
ზაზა ნოზაძე ბოდიშზე - პირადად არ გავმხდარვარ მსხვერპლი მსგავსი ავადმყოფური გამოვლინების
რეპ შემსრულებელი ზაზა ნოზაძე ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება და ამტკიცებს, რომ "მსგავსი ავადმყოფური გამოვლინების მსხვერპლი" თვითონ არ ყოფილა. "მეგობრებო, როგორც იხილავდით, კონკრეტული ადამიანები თუ ძალები ცდილობენ ჩემი "ბოდიში“ მიაწერონ ბოლო დროს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, რაც არის სრული სიყალბე. საბედნიეროდ, პირადად არ გავმხდარვარ მსხვერპლი მსგავსი ავადმყოფური გამოვლინების, თუმცა ნებისმიერი მსხვერპლის მდგომარეობას ვიზიარებ მთელი გულით და ყველანაირად პროტესტს ვუცხადებ იმ ჩანაწერებს, რაც მოვისმინეთ, 100000%-ით! თუ ეს არის სინამდვილე - ეგ არის სრულიად ამაზრზენი და დასაგმობი ფაქტები და, მჯერა, შესაბამისად დაიგმობა კიდეც! ვიდექი და ვიდგები, ყოველთვის იმ მხარეს, სადაც ხალხია რომელიც არავის პატიობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. თუმცა ეს არავის აძლევს უფლებას ჩემს პირად ცხოვრებაში იქექიალოს და საზოგადოებას ისე მიაწოდოს ჩემზე ცნობა, როგორც მას აწყობს, რომ ამით კიდევ უფრო გაამყაროს მტკიცებულება. არანაირი არაფერი ისეთი არ ყოფილა, რასაც შეიძლება ამ ჩანაწერთან კავშირი ქონდეს და მერე უკვე თქვენს გამოგონილ ზღაპრებთან. თქვენი დამონტაჟებული სიყალბე, სადაც აზრს არ მამთავრებინებთ, აკოწიწებთ და აწვდით საზოგადოებას, როგორც გსურთ, სადამდე მიგიყვანთ, ვერ ვხვდები! მე აქ ვარ და გეუბნებით, რომ თქვენს მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციები არ მემსახურება არც მე არც საზოგადოებას! სიბინძურეს ნუ ებრძვით სიბინძურით!" - წერს ნოზაძე Facebook-ზე. ზაზა ნოზაძემ ბერა ივანიშვილს საჯაროდ ბოდიში 2018 წელს მოუხადა.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)