|
2021-03-05 14:28:54, 456 ნახვა
საზოგადოება
„ნამოხვანჰესის“ საკითხის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს - მოქალაქეები ნათია თურნავას ქვეყნის ღალატში ადანაშაულებენ
ცაგერში „ნამოხვანჰესის“ საკითხის განხილვა ხმაური ფონზე მიმდინარეობს. ხმაურის მიზეზი „ნამოხვანჰესის“ მშენებელი კომპანია „ენკას” და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებაა, რომლის მიხედვითაც, კომპანიას რიონის ხეობა 99 წლით გადაეცემა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას, შეხვედრაზე ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და განაცხადა, რომ თურნავა მოღალატეა და მოვა დრო, როცა სამშობლოს ღალატისთვის ყველას გაასამართლებენ. „თავად ივანიშვილმა და მისმა გუნდმა, როდესაც ხელისუფლებაში მობრძანდებოდით, დადეს პირობა, რომ გიგანტური ჰესების მშენებლობა საქართველოში შეჩერდებოდა. ის ხელშეკრულება, რაც გაქვთ გაფორმებული და რომელიც გასაჯაროვდა ის არის დანაშაული და ეს არის ღალატი საკუთარი ერის წინაშე. თქვენ ხართ მოღალატეები, მოვა დრო და გაგასამართლებენ, როგორც მოღალატეებს. დარწმუნებული იყავით რომ ეს მუდმივად ასე არ იქნება და ამის გამო თქვენს შვილებთან და შთამომავლობასთან გაქვთ გასაცემი პასუხი და კაპიკებში გაყიდეთ სამშობლო“, - მიიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ ნათია თურნავას.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)