|
2021-03-05 13:22:12, 355 ნახვა
საზოგადოება
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩის მონაკვეთზე (N145-დან - N94-მდე) გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ნაწილზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რის შემდეგაც გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 1 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება. ასევე, N108 ავტობუსის ბოლო გაჩერებიდან აღმაშენებლის ქუჩამდე მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და დაიგება გზის საფარი. ჯამში, სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 230 000 ლარი არის გათვალისწინებული. რაც შეეხება 26 მაისის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთს, გზის ფრაგმენტული შეკეთება მიმდინარეობს. აღნიშნულ დასახლებაში გასულ წელს გამგეობის მიერ მოეწყო წყალარინების ქსელი. გარკვეულ ნაწილზე შესაცვლელია წყლის ქსელი, რომლის მოწესრიგებაც კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მომავალ წელს აქვს დაგეგმილი. ამის შემდეგ გამგეობა გზის დარჩენილი ნაწილის კაპიტალურ რეაბილიტაციას განახორციელებს. აღნიშნულ დასახლებაში წყალარინების ქსელი საერთოდ არ არსებობდა. გლდანის გამგეობამ 6 500 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი მოაწყო. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი გაეცნო.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)