|
2021-03-04 12:56:30, 473 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით სპეციალური მოსმენა გაიმართება
პარლამენტში „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით სპეციალური მოსმენა გაიმართება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ მოსმენაზე, რომელშიც მთავრობის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას, საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდება. „წინა პლენარულ სხდომაზე გვქონდა ამაზე საუბარი და როგორც მოველოდით, მთავრობის მხრიდან არის აბსოლუტურად შემხვედრი პოზიცია, რასაც მივესალმები. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა მზად არის, ანგარიშვალდებულების ფარგლებში, პარლამენტში ნამახვანის პროექტთან დაკავშირებულ განხილვაში ჩაერთოს, სადაც ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი და საზოგადოებას მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას იმ ძირითად კითხვებზე, რამაც მათი წუხილები თუ პროტესტი გამოიწვია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)