|
2021-03-03 16:10:22, 561 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია - საქართველო მოხვდა 18 ქვეყანას შორის, რომელიც „კოვაქსისგან“ Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „კოვაქს“ პლატფორმაზე გამოქვეყნებული ალოკაციის სქემა 140 ქვეყანას მოიცავს, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები პირველ ეტაპზე მიეწოდება. მისი თქმით, მათგან იდენტიფიცირებულ 18 ქვეყანას შორის ერთ-ერთი საქართველოა, რომელიც Pfizer-ის ვაქცინას გამონაკლისის წესით მიიღებს. „გუშინ „კოვაქსის“ პლატფორმაზე გამოქვეყნდა დაზუსტებული ალოკაციის სქემა „ასტრაზენეკასთვის“ და ასევე „ფაიზერისთვის“. 140 ქვეყანაა ალოკაციის სქემაში მოქცეული პირველ ეტაპზე ვაქცინების განაწილებისთვის, აქედან 18 ქვეყანა არის იდენტიფიცირებული, მათ შორის საქართველო, რომელიც გამონაკლისის წესით მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინას. რაოდენობა რჩება ის, რაც თავიდანვე იყო დაანონსებული - 29 250 დოზა, სავარაუდოდ მარტის ბოლომდე გვეცოდინება, კონკრეტულად როდის შემოვა. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, ალოკაციაში მითითებულია 129 600 დოზა, რომელიც ქვეყანამ მაისის ბოლომდე უნდა მიიღოს. „საწყის კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენთვის თებერვლში გახდა ცნობილი, მითითებული იყო 144 000 დოზაზე მეტი რაოდენობა - 314 000 დოზამდე. ეს იყო პირველი ზღვარი, თუმცა ეს რაოდნეობა იყო განსაზღვრული ივნისის ბოლომდე. „კოვაქსი“აზუსტებს რომ, ის რაოდენობა, რომელიც გუშინდელ კომუნიკაციაშია აღწერილი, არ ნიშნავს საქარათველოსთვის გამოყოფილი ვაქცინების დოზების შემცირებას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)