16:36 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-27 15:57:14, 643 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - სახელმწიფო ეცდება, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება და კარვებში მყოფი ადამიანების უსაფრთხოება დაიცვას

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფო ეცდება, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული.

მისი თქმით, კარვებში მყოფი ადამიანებისა და მათ მიმართ აგრესიულად განწყობილი პირების უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს.

„არსებობს კანონი და არსებობს რეალობა, რომელსაც დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიათებელი გარკვეული ნიშნები გვიქმნის, თუნდაც ადამიანების უშველებელი რაოდენობა გამოხატავდეს თავის უკმაყოფილებას იმ დისკომფორტით, რაც შეიძლება კარვების ამ რაოდენობის დაშლამ გამოიწვიოს. სახელმწიფო ეცდება, რომ გამოხატვის უფლება იყოს დაცული. ასევე დაცული უნდა იყოს იმ ადამიანების უსაფრთხოება, ვინც კარვებშია და იმ ადამიანების უსაფრთხოებაც, ვინც მათ მიმართ აგრესიულად არის განწყობილი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა კარვები გაშალეს. მათი ნაწილი რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას გეგმავს, ნაწილი კი ამ პოზიციას არ ეთანხმება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics