|
2021-02-26 14:44:44, 692 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას საერთო მოთხოვნებს უყენებენ და აცხადებენ, რომ პოზიცია არ გადაისინჯება
პარლამენტის წინ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პარტია „ლელოს“ წევრმა ოპოზიციის ერთიანი მიმართვა წაიკითხა. როგორც ერთობლივ მიმართვაშია აღნიშნული, მათი მოთხოვნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნა, უცვლელია. ამასანავე, წერილში წერია, რომ ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნები არ გადაისინჯება. „დღეს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმი საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. საპარლამენტო არჩევნების გაყალბების, ნიკა მელიას უკანონო დაპატიმრების და ოპოზიციური პარტიის ოფისის შტურმით აღების შემდეგ, საფრთხე საფრთხე უფრო რეალური გახდა, ივანიშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკა აწყობს მხოლოდ რუეთს, ოკუპანტს, რომლის ამოცანაც ჩვენი სუვერენიტეტის დამხობაა. ამ ტიპის განსამუხტად და პროცესების მშვიდობიან რეჟიმში დასაბრუნებლად, აუცილებელია პოლიტიკური დევნის შეწყვატა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა - ეს არის საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნა და ეს პოზიცია არ გადაისინჯება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მერია: 2 აგვისტოდან 10 დღით გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)