|
2021-02-25 17:13:31, 787 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმერ პუტინს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის თხოვნით მიმართეს
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა და „რუსეთში ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის“ ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ცეცხლაძემ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თხოვნით, წერილი გაუგზავნა. აღნიშნულ ინფორმაციას „რუსეთში ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის“ ვებ-გვერდზეა განთავსებული. „დღეს, რუსეთის ფედერაციის კორონავირუსთან ბრძოლის წარმატებული შედეგების გათვალისწინებით, უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ხსნის საზღვრებს რუსეთის მოქალაქეებისთვის, მათ შორისაა საქართველო, რომელიც 2021 წლის 1-ელი მარტიდან მზად არის რუსეთის მოქალაქეების მისაღებად, იმ შემთხვევაში, თუ მათი PCR ტესტი კორონავირუსზე უარყოფითი იქნება. გთხოვთ, რომ გადახედოთ ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების განახლების შესაძლებლობას“, - აღნიშნულია დავით ცეცხლაძის წერილში.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)