14:54 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-25 14:33:01, 546 ნახვა

პოლიტიკა
ჩვენ კრიტიკას, დიდი ბოდიში და, უარს ვერ ვეტყვით - გია ვოლსკი ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ფორმულას“ ჟურნალისტზე, ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება კრიტიკაზე უარს ვერ იტყვის.

მისი თქმით, ვისაც აქვს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, მან არა თუ თავდასხმა განახორციელოს, საუბარშიც კი გაცილებით თავშეკავებული უნდა იყოს.

„ჩვენ კრიტიკას დიდი ბოდიში და უარს ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ისეთივე სრულუფლებიანი მოქალაქეები ვართ, ამ ქვეყნის, როგორიც თქვენ ხართ, მაგრამ თქვენი კრიტიკა ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად უსაფუძვლო, დამოკიდებულება ადამიანურიდან დაწყებული, დამთავრებული საქმიან დამოკიდებულებაზე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ვინც თავს დაესხმევა ამ კონტექსტში, თქვენ ან ჩვენ წარმომადგენელს, თქვენი პოლიტიკური მხარდამჭერების მხრიდან ვამბობ, არის სწორედ ის, რაც დისკრედიტაციას უკეთებს პოლიტიკურ პარტიას. თავდამსხმელები, აგრესორები, დღესდღეობით ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის გარშემო.

ვისაც ჩვენს მიმართ აქვს გარკვეული მხარდაჭერა, იმან რასაკვირველია არა თუ არ უნდა გააკეთოს თავდასხმა ან რაიმე აგრესიული მოქმედებებით შეურაცხყოს ჩვენი პოლიტიკური პრინცები, საუბარშიც კი უნდა იყოს გაცილებით თავშეკავებული, ვიდრე თქვენი პოლიტიკური წარმომადგენლები არიან ამ პოლიტიკურ ასპარეზზე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტ ვახო სანაიას დღეს თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics