|
2021-02-25 12:39:03, 512 ნახვა
საზოგადოება
26-27 თებერვალს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-27 თებერვალს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში საქართველოს დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში შენარჩუნდება ყინვა. „28 თებერვალს შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან გავრცელდება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მთაში და მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით 2-3 გრადუსით დაიკლებს, ღამის საათებში ყინვა შესუსტდება, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ანალოგიური ამინდი მოსალოდნელია 1 მარტსაც. ქ. თბილისში 26-28 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 1 მარტს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 26-27 თებერვალს ღამის სათებში -2, -5 გრადუსი შენარჩუნდება, ხოლო დღისით 27-28 თებერვალს +9, +11 გრადუსამდე მოიმატებს. 28 თებერვალს და 1 მარტს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)