14:54 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-24 15:46:02, 647 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის განცხადებით, სენატორები რიში და შაჰინი ყოველთვის დანაშაულში მხილებულ პოლიტიკოსებს იცავენ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძის განცხადებით, სენატორებისა და კონგრესმენების პოზიციები ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ერთმანეთს არ ემთხვევა.

როგორც მდინარაძე ამბობს, გასაკვირია კონგრესმენ ადამ კინზინგერის პოზიცია მაშინ, როცა მისი დამოკიდებულება, როდესაც საქმე თავის ქვეყანას ეხებოდა, აბსოლუტურად განსხვავებული იყო.

„ბატონი რიში და შაჰინი ორივე 2012 წლიდან ანალოგიურ პოზიციას იჭერენ. სხვა პოლიტიკოსები, რომლებიც იყვნენ კონკრეტულ დანაშაულში მხილებულები და შემდეგ ბრალდებულები და ბოლოს მსჯავრდებულები, მათი მხრიდან იყვნენ ასეთივე დაცვის ობიექტები. რაც შეეხება კინზინგერს, აქაც შეიძლება თავისუფლად ვთქვათ, რომ ჩვენი და მისი პოზიცია არ ემთხვევა ერთმანეთს. გასაკვირია ის ფაქტი, როდესაც მისი პოზიცია აბსოლუტურად განსხვავებული იყო თავის ქვეყანაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics