13:11 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-23 13:45:00, 611 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - ოპოზიციის მხრიდან, პროცესების გაცილებით მძიმე განვითარება იყო დაგეგმილი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან პროცესების გაცილებით მძიმე განვითარება იყო დაგეგმილი.

მისი თქმით, გაცილებით მძიმე შედეგით სრულდება, როდესაც ადამიანი პირდაპირ გამოწვევას უკეთებს სახელწიფოს.

„ამასთან დაკავშირებით ერთი მთავარი დასკვნაა. არაფერი სიკეთე იმისგან, რომ მელია ასე ზვარაკად, შესაწირად მიიყვანა „ნაცმოძრაობამ“ ამ ვითარებამდე, არ არსებობს. გაცილებით უფრო მძიმე შედეგია ის, როდესაც ადამიანი პირდაპირ გამოწვევას უკეთებს სახელწიფოს, აკეთებს ისეთ პროვოკაციულ განცხადებებს, რომ ამ ყველაფერს ჯახი მოყვეს. ღმერთმა დაგვიფარა, რომ ამ ჯახს, ამ დაკავების ოპერაციას არ მოჰყვა ვინმეს დაშავება. მეორე მხრივ, ვფიქრობ, პროცესების გაცილებით მძიმე განვითარება იყო დაგეგმილი, რომელიც არ გულისხმობს არანაირ მოლაპარაკებას და ეს არის ტყუილი და მოგონებები“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სამართალდამცველებმა დღეს დილით დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალეკო ელისაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ - მას სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics