13:11 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-23 11:31:54, 547 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი „ენმ“-ის ოფისის შტურმზე - ეს არის დემოკრატიული, ევროპული, თანამედროვე ქვეყნების სტანდარტი

ეს არის დემოკრატიული, ევროპული, თანამედროვე ქვეყნების სტანდარტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითიც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისსზე სპეცრაზმის შტურმს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღეს ჩვენ გავხდით მომსწრენი, რომ გვყავს ძლიერი და სამართლებრივი სახელმწიფო, ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიცია.

მან კვლავ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ნიკა მელია კრიმინალია.

„დღეს ჩვენ გავხდით მომსწრენი იმისა, რომ ვართ სამართლებრივი, ძლიერი სახელმწიფო, გვყავს ძლიერი პოლიტია, ეფექტური შს მინისტრი, მინდა საჯაროდ ბატონ გომელაურს მადლობა გადავუხადო და პოლიციას, იმითვის, რომ მათ დაიცვეს სახელმწიფოს ღირსება. ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობა და კიდევ ერთხელ ყველას შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო.

მე გუშინ ვრცლად ვისაუბრე ნიკა მელიასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო შემდეგი კომენტარი, რომ ნიკა მელია არის კრიმინალი.

რაც შეეხება ზოგადად პრაქტიკას და გამოყენებულ მეთოდებს, ეს არის აბსოლუტურა ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების უმაღლესი სტანდარტი, დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, ის რაც არის ევროპული, თანამედროვე, ამერიკული სტანდარტების შესაბამისი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ალეკო ელისაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ - მას სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics