00:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 13:21:29, 461 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „წიგნების თაროს სკოლა“ წარმატებით გრძელდება

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. პანდემიის ფონზე შექმნილი საგანმანათლებლო გამოწვევების საპასუხოდ, ბანკის და „წიგნების თაროს“ პარტნიორობით „წიგნების თაროს სკოლა“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის კლასგარეშე გაკვეთილების შეთავაზებას განაგრძობს.

ონლაინ სკოლის საგანმანათლებლო პროცესში პირველიდან მეოთხე კლასამდე მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან ჩართული. გაკვეთილები სხვადასხვა მულტიმედიური მასალის დახმარებით, თამაშებითა და ინტერაქციული მეთოდებით ტარდება, მოსწავლეები კი ისეთ საგნებს შეისწავლიან, რომლებიც მნიშვნელოვანია ამ ასაკის ბავშვების კომპლექსური განათლებისა და განვითარებისთვის, კერძოდ, მითოლოგია და  ცივილიზაციები; დედამიწა და კოსმოსი; ადამიანი და ჯანმრთელობა; ლოგიკური აზროვნება და მათემატიკური თავსატეხები; შემოქმედებითი აზროვნება და ესთეტიკის აღქმა; რიტორიკული აზროვნება და საუბრის ხელოვნება. სკოლაში დარეგისტრირებულ თითოეულ მოსწავლეს დამატებით საჩუქრად კვლავაც გადაეცემა მსოფლიო ლიტერატურის კურსი, რომელსაც მწერალი და ტელეწამყვანი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე გაუძღვება.

„განათლების ხელშეწყობა საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა „წიგნების თაროსთან“ თანამშრომლობით ხელი შევუწყოთ ქვეყნის მასშტაბით არაფორმალურ განათლებას, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. დისტანციურ სწავლებაზე მორგება არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა „წიგნების თაროს სკოლა“. პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს დაწყებითი კლასის მოსწავლეების განვითარებას. ჩვენ არ ვჩერდებით და მუდმივად ვცდილობთ ვიპოვოთ ახალი გზები განათლების ხელშეწყობისთვის“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics