01:57 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 12:36:52, 454 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

როგორც დიპლომატიური წყაროები იუწყებიან, უახლოეს კვირებში შემუშავდება სამართლებრივი ჩარჩოები და შექმნება იმ პირთა სია, რომლებსაც დაუწესდებათ სანქციები.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე შალენბეგრი ადგილობრივ გაზეთ Welt-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას უმრავლესობა დაუჭერს მხარს და აღნიშნულ საკითხზე საჭიროა ერთსულოვნება.

საგარეო უწყების ხელმძღვანელები სანქციების დაწესებაში მოიზარებენ ფინანსური აქტივების გაყინვას, ასევე მოგზაურობის აკრძალვას. 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთისთვის სანქციების დაწესება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც სასამართლომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავა. ევროკავშირი შეშფოთებულია აღნიშნული ფაქტით და ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics