10:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-19 18:18:19, 727 ნახვა

სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 20 პირია დაკავებული

საქართველოს პარლამენტთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, დაპირისპირება იყო.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან გაშლილი კარვის რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გადმოტანა სცადეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 20 პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ამ წუთებში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველთა დიდი მობილიზებაა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics