|
2021-02-18 10:21:10, 401 ნახვა
საზოგადოება
ჯიღაურას ბაზაზე ეკრანული სათბურები მოეწყო
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ეკრანული სათბურების (სკრინჰაუსი) მშენებლობა დასრულდა. ორ, საერთაშორისო სტანდარტის სათბურ იზოლატორში ვაზისა და ხეხილის მაღალი კატეგორიის (საბაზისო) სადედე ნარგაობები მოეწყობა, საიდანაც სადედე მასალა სანერგე მეურნეობებში გავრცელდება. 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული სათბური იზოლატორები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისათვის საქართველოში“ ფარგლებში აშენდა. პროექტი გულისხმობს სახელმწიფოს მხარდაჭერას ორი ძირითადი მიმართულებით - სერტიფიცირების სისტემის და საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და სანერგეების შესაძლებლობლების გაძლიერება, მათ შორის, სანერგეების წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარება. „სათბურ იზოლატორების აშენება ევროსტანდარტებთან შესაბამისი სერტიფიცირების სისტემის შექმნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. FAO-ს და ევროკავშირის დახმარებით, ეს იქნება ხარისხიანი გასამრავლებელი მასალების, მათ შორის, ენდემური ჯიშების მთავარი საცავი ქვეყანაში, რაც ფერმერებისთვის ხარისხიანი ნერგების ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს. ხარისხიანი ნერგი კი, უმნიშვნელოვანესია სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა. აღსანიშნავია, რომ სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი 2018 წელს დაიწყო და მას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახორციელებს. სარგავი მასალების სერტიფიცირების პროცესს კანონი არეგულირებს, რომლის მიზანიც თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და ბაზრის ხარისხიანი თესლით და სარგავი მასალით უზრუნველყოფაა. საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, თესლი და სარგავი მასალა 2024 წელს სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)