01:55 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-17 18:41:08, 657 ნახვა

მსოფლიო
სტრასბურგის სასამართლო რუსეთს ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო რუსეთს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ნავალნის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„2021 წლის 16 თებერვალს, სტრასბურგის სასამართლოს პალატის შვიდმა მოსამართლის დადგენილებით, მხარეების ინტერესებისა და საქმის სათანადო განხილვისთვის, რეგლამენტის 39-ე წესის მიხედვით, რუსეთს ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მითითება მიეცა. ეს ღონისძიება დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული. ამ გადაწყვეტილების მიღებისას პალატამ გაითვალისწინა განმცხადებლის სიცოცხლისათვის საშიშროების ხასიათი და ხარისხი.

სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის მე -2 ნაწილის შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტს ეცნობება გადაწყვეტილების შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics