06:59 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-10 17:25:00, 637 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - მეორედ თუ გადავიხდი გირაოს, ხვალ მესამედ მომთხოვენ, ზეგ მოთხედ, ბრძოლა და მორჩილება კი შეუთავსებელია!

მეორედ თუ გადავიხდი გირაოს, ხვალ მესამედ მომთხოვენ, ზეგ მოთხედ, ბრძოლა და მორჩილება კი შეუთავსებელია!, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნიკა მელია აღნიშნავს, მის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და ის არ აპირებს გირაოს გადახდას.

"სრული აბსურდია გირაოს გირაოთი დამძიმება - ეს არის მთლიანად უკანონო და არალეგიტიმური, იურიდიული აბდაუბდა, რომელიც დღემდე არავის წინააღმდეგ არ გამოყენებულა და პირველად ჩემს წინააღმდეგ იყენებენ.

მეორედ თუ გადავიხდი, ხვალ მესამედ მომთხოვენ, ზეგ მეოთხედ...

ბრძოლა და მორჩილება კი შეუთავსებელია!

მე აღარ ვაპირებ ამ გაუთავებელ “სამართლებრივ” ლაბირინთებში შეყოლას, მაშინ როდესაც ვიცი რომ ვარ მართალი და ვიცი რომ ჩემს წინააღდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. მე არ გადავიხდი გირაოს და არავის აქვს უფლება გადაიხადოს გირაო ჩემს მაგივრად!", - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics