|
2021-02-04 14:47:15, 716 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა - სანოტარო სერვისების მიღება მხოლოდ სანოტარო ბიუროებშია შესაძლებელი
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ერთ-ერთი კომპანიის განცხადებას ეხმიანება, სადაც ეს კომპანია მომხმარებელს სანოტარო მოქმედებებზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა გაცნობებთ, რომ სანოტარო სერვისების მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ მხოლოდ სანოტარო ბიუროებში და სანოტარო ბიუროების გარდა, სხვაგან არსად არ არის შესაძლებელი სანოტარო მომსახურების მიღება. სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურები, გადახდის წესი და მომსახურების ვადები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 507-ე დადგენილებით. იხ. ბმული https://www.notary.ge/res/docs/sakanonmdeblo/axali_aktebi/matsne.pdf მოქალაქეები სანოტარო მომსახურებისთვის თანხას იხდიან მხოლოდ ამ დადგენილების შესაბამისად, და ცალკეული კომპანიებისა თუ ორგანიზაციების მიერ სანოტარო სერვისებზე ფასდაკლების შეთავაზება წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას, რაც აზიანებს ნოტარიუსების იმიჯს, ახდენს არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებას სანოტარო საქმიანობის საზღაურის შესახებ და წარმოადგენს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მოქალაქეებს მოუწოდებს, სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია მიიღონ მხოლოდ ოფიციალური არხებით, როგორებიცაა: ნოტარიუსთა პალატის ცხელი ხაზი (2 206 776) და იურიდიული კონსულტაცია (2 206 777); ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდი - notary.ge ნოტარიუსთა პალატის გვერდი სოციალურ ქსელში - https://www.facebook.com/notariustapalata
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)