|
2021-02-02 11:16:37, 521 ნახვა
საზოგადოება
„ნუ დაემსგავსები ბრუტუსს“ - პარლამენტთან „მოქალაქეების“ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას აპროტესტებენ
საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ამასთან, აქტივისტები პარლამენტში „მოქალაქეების“ წევრების, ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის შესვლასაც აპროტესტებენ. ახალგაზრდებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ნაგვის ურნა მიიტანეს და აღნიშნეს, რომ პარლამენტში მყოფი დეპუტატების ადგილი სანაგვეზეა. „კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გავაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს, როგორ მოგვპარა ბიძინა ივანიშვილმა ჟვანიას ხელით გაყალბებული არჩევნები. დღეს არის საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა და ეს კლოუნადა, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ხდება ასახავს ქვეყანაში არსებულ მოვლენებს. ალეკო ელისაშვილიც და სხვა დეპუტატებიც, ვინც პარლამენტში ოპოზიციური სპექტრიდან შევლიან, ყველას ადგილი იქნება ნაგვის ურნაში. აქ წერია „ნუ დაემსგავსები ბრუტუსს“, ამ მომენტისთვის ქართული პოლიტიკისთვის და ოპოზიციური სპექტრისთვის ალეკო ელისაშვილი არის ბრუტუსი“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)