|
2021-01-31 10:05:41, 545 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ კახეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების ახალი დირექტორები წარადგინა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ კახეთის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები პირადად წარუდგინა. კახეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლიციის პოლკოვნიკი კახაბერ მურადაშვილი უხელმძღვანელებს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს კი - პოლიციის პოლკოვნიკი ილია კვაღინიძე. ვლადიმერ ბორცვაძემ კახეთის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების ახლად დანიშნულ დირექტორებს წარმატებები და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა. კახაბერ მურადაშვილს 2016 წლიდან ამ დრომდე გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. რაც შეეხება ილია კვაღინიძეს, მას 2020 წლის მაისიდან ამ დრომდე ეკავა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული და საკადრო ოპტიმიზაციის მიზნით, პოლიციის დეპარტამენტებში საკადრო ცვლილებები პერიოდულად ხორციელდება. ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცვლილებების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება, ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)