17:34 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-30 17:12:42, 819 ნახვა

მსოფლიო
იტალია კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებს

იტალიაში კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებს.

ამის შესახებ „სიენენი“ იუწყება.

გამოცემის ცნობით, იტალიამ ე.წ. ფერების სისტემის მიხედვით ნარინჯისფერიდან ყვითელ ზონაში გადაინაცვლა.

აღნიშნულის გამო, ქვეყანაში ბარები და რესტორნები ფუნქციონირებას დღის განმავლობაშიც შეძლებენ. გარდა ამისა, შემსუბუქდება მოგზაურობის წესები და სხვა.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანზას განცხადებით, შემსუბუქებული რეგულაციები სახელმწიფოს მხოლოდ 5 რეგიონს არ შეეხება. აპულიას, სარდინიას, სიცილიას, უმბრიასა და ბოლცანოს პროვინციები ხვალიდან ნარინჯისფერ ზონაში გადაინაცვლებენ.

მისივე თქმით, იტალიამ კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით სტატისტიკური ვარდნა განიცადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics