17:35 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-27 12:57:17, 1203 ნახვა

მსოფლიო
FSB - გელენჯიკის მახლობლად ასაფრენი ზონა ნატო-ს სახელმწიფოების სადაზვერვო საქმიანობის გააქტიურების გამო გამოცხადდა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ გელენჯიკის ტერიტორიაზე მდებარე სასახლის თავზე ასაფრენი ზონის გამოცხადების მიზეზი,მეზობელი ქვეყნების მხრიდან სადაზვერვო საქმიანობის გააქტიურებაა, მათ შორის, ნატოს ბლოკის.

აღნიშნულის შესახებ რუსული ინტერნეტგამოცემა „მედუზა“ იუწყება.

როგორც გამოცემა იუწყება, რუსეთის ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურს გელენჯიკის მახლობლად, იდოკოპსის კონცხზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების შესახებ კითხვით რუსულმა მედიასაშუალება „არ-ბე-კამ“ მიმართა.

საპასუხოდ კი, „ეფესბეში“ აცხადებენ, რომ ფრენის აკრძალვის ზონის შექმნის მიზეზი იყო „გაძლიერებული სადაზვერვო საქმიანობა რიგი მეზობელი სახელმწიფოებისა, მათ შორის ნატო-ში შემავალი სახელმწიფოების მხრიდან".

„ეფესბეში" განმარტავენ, რომ ფრენის აკრძალვის ზონა, გელენჯიკის მახლობლად, იდოკოპასის კონცხის რაიონში 2020 წლის 24 ივლისს შეიქმნა, მიზანი კი, საზღვრის უსაფრთხოება იყო.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, გადაღებულ ფილმში, სადაც ჟურნალისტური გამოძიებაა ჩატარებული ამტკიცებს, რომ გელენჯიკის მახლობლად მდებარე „სასახლე“ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ეკუთვნის.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics