06:39 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-26 13:16:50, 499 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაციის დინამიკა მყარად მიდის სტაბილიზაციისკენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაციის დინამიკა უფრო მყარად მიდის სტაბილიზაციისკენ.

როგორც ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 1-2 კვირის განმავლობაში 4%-ს ჩამოსცდება დაიწყება შეზღუდვების თანდათანობით შემსუბუქება.

„დინამიკა ეპიდსიტუაციის უფრო მყარად მიდის სტაბილიზაციისკენ, რასაც მიუთითებს, როგორც ინციდენტობა, ანუ ახალი შემთხვევები ბოლო 7 დღის განმავლობაში და ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი. ორივე ერთმანეთთან შეთანხმებულობით იკლებს და ეს გახლავთ კარგი, მაგრამ რეგიონულ ჭრილში თუ გადავხედავთ, ყველაზე კარგი კლების მაჩვენებელი გვაქვს აჭარაში.

როდესაც 5%-ს ჩამოსცილდება და განსაკუთრებით 4%-ს დადებითობის მაჩვენებელი ამა თუ იმ რეგიონში, ან მთლიანად ქვეყანაში, მაშინ შეიძლება უკვე ე.წ თანდათანობითი შემსუბუქების პოლიტიკა იყოს უფრო აქტიური“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics