|
2021-01-26 11:53:43, 519 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კანდელაკი - მანდატების გაუქმებით პარლამენტს დაესმევა საბოლოო ბეჭედი, რომ ის არის ერთპარტიული და კომუნისტური
ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი, ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის მანდატების გაუქმების პროცესს ეხმაურება. კანდელაკის თქმით, მანდატების გაუქმება ქართული ოცნების მხრიდან უკვე გაჭიანურდა, თუმცა მნიშნელოვანია, რომ ეს მოხდეს და პარლამენტს, რომელიც არჩეულია გაყალბებული არჩევნების შედეგად, საბოლოო ბეჭედი დაესვას, რომ ის არის ერთპარტიული, კომუნისტური პარლამენტი. „მანდატების გაუქმება უკვე გაჭიანურდა, ერთმნიშვნელოვანია ნება მანდატების გაუქმებაზე განცხადებების წარმდგენებისა და მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდეს და ერთპარტიულ პარლამენტს, რომელიც არის არჩეული მანიპულირებული არჩევნების შედეგად, დაესვას ბეჭედი, რომ ეს მართლაც არის ერთპარტიული, კომუნისტური პარლამენტი, ხოლო ქართული ოცნება კომუნისტური პარტიის პოლიტიკური მემკვიდრეა და ამის შემდეგ, პროცესი კი არ დამთავრდება, პირიქითი დაიწყება და მეტი წნეხი გაჩნდება ქართულ ოცნებაზე, რადგან ის არის სწორედ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამ რეალობამდე მივედით დღეს.“ - განაცხადა კანდელაკმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)