01:25 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-24 13:17:35, 971 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი - რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორიები

რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორიები, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისიმა "ტვიტერში" დაწერა.

ეს გამოხმაურება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.

ნედ პრაისის განცხადებით, რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებებს უნდა დაემორჩილოს.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის საქმეზე დამატებით წონიან არგუმენტს აძლევს საერთაშორისო საზოგადოებას, რათა მათ რუსეთისგან მოითხოვონ შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. რუსეთი უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო ვალდებულებებს“,- წერს ნედ პრაისი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics