11:15 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-20 22:04:10, 602 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე - ოპოზიციის შიგნით მიმდინარე პიროვნულ გარჩევებსა და კინკლაობას ვემიჯნებით

„ოპოზიციის შიგნით მიმდინარე პიროვნულ გარჩევებსა და კინკლაობას ვემიჯნებით“, - ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე მოლპარაკების პროცესში პოზიციების ცვლილება უკან დახევად აღიქმება.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ თვლის, რომ ელჩების ფასილიტაციით მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში ჩვენს მიერ პოზიციების ცვლილება და ახალ ალტერნატივებზე საჯაროდ  მსჯელობა აღიქმება უკან დახევად, რაც ცრუ ილუზიას უქმნის  ხელისუფლებას, რომ მზად ვართ ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვის გარეშე კომპრომისებისთვის.

ამასთან, მზად ვართ ოპოზიციის შიგნით მოვისმინოთ და ვიმსჯელოთ ნებისმიერ განსხვავებულ წინადადებაზე, რომელიც ეხება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხს, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, როცა დავინახავთ ხელისუფლების მზაობას რიგგარეშე არჩევნების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ემიჯნება ოპოზიციის შიგნით პიროვნულ გარჩევებსა და კინკლაობას, რადგან ვთვლით, რომ მსგავსი დაპირისპირება საზოგადოებაში აღრმავებს იმედგაცრუებასა და ნიჰილიზმს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics