11:15 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-18 13:21:56, 767 ნახვა

კომენტარი
ბექა ფერაძე - ბაკურიანში კერძო საცხოვრისების მიმართ ობიექტის დატოვებასთან დაკავშირებით მითითება არ ყოფილა

ბაკურიანში კერძო საცხოვრისების მიმართ ობიექტის დატოვებასთან დაკავშირებით მითითება ან სხვა ზემოქმედება არ ყოფილა, - ამის შესახებ შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არც მათი დაჯარიმება მომხდარა.

„ეს იყო გეგმიური მონიტორინგი, რომელიც განხორციელდა ბაკურიანის ტერიტორიაზე, ჩვენ შევამოწმეთ რამდენიმე აპარტამენტის სტატუსი, რამდენად იყვნენ ისინი სასტუმროს სტატუსის მატარებელი, თუ ისინი იყვნენ ჩვეულებრივი კერძო საცხოვრისები. არც ერთი კერძო საცხოვრისი არ შემოწმებულა შრომის ინსპექციის მხრიდან და მით უმეტეს ჯარიმაზე არ ყოფილა საუბარი. დადგენილების მიხედვით აკრძალულია სასტუმროების მუშაობდა და მხოლოდ მისი გადამოწმება მოხდა და აქ არ ყოფილა არანაირი ობიექტის დატოვებასთან დაკავშირებით მითითება ან სხვა სახის ზემოქმედება. არც ერთი ჯარიმა არ არის დაწერილი“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics