10:25 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-15 09:46:33, 956 ნახვა

მსოფლიო
მაიკ პენსის განცხადებით, ამერიკელი ხალხი უსაფრთხო ინაუგურაციას იმსახურებს

აშშ-ის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემასა და უსაფრთხო ინაუგურაციას უზრუნველყოფს.

ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

გამოცემის ცნობით, როგორც პენსმა აღნიშნა ამერიკელი ხალხი ამას იმსახურებს.

„ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ 6 იანვრის დღე. როგორც პრეზიდენტმა გუშინ განმარტა, მზად ვართ ხელისუფლების მოწესრიგებული გადაცემის და უსაფრთხო ინაუგურაციის უზრუნველყოფისთვის. ამერიკელი ხალხი ამას იმსახურებს“, - განაცხადა მაიკ პენსმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics