09:04 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-13 11:06:23, 1258 ნახვა

მსოფლიო
ესტონეთის პრემიერმა კორუფციული სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, იური რატასმა კორუფციული სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მათივე ცნობით, რატასმა შესაბამისი განცხადება უკვე გამოაქვეყნა.

„პოლიტიკაში რთული გადაწყვეტილებების მიღება საკმაოდ ძნელია. დღეს მე მივიღე ღირებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, შექმნილ ვითარებაში, ესტონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ბრალდება არ ნიშნავს, რომ ვინმე დამნაშავეა, თუმცა ეს ჩრდილს აყენებს ყველას“, - აღნიშნა რატასმა.

ცნობისთვის, ესტონეთის მთავრობის მეთურის გადადგომამდე პროკურატურამ  ცენტრისტული პარტიის მაღალჩინოსნები კორუფციაში დაადანაშაულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics