22:18 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-11 12:19:57, 552 ნახვა

პოლიტიკა
„ქართულ ოცნებაში“ პარტიის ახალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია

„ქართულ ოცნებაში“ პარტიის ახალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. აღნიშნულის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პარტიაში შესაბამისი პროცედურები ჩატარდება.

„მე შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რო ამის შესახებ პარტიაში, ჩვენს გუნდში გადაწყვეტილებები პრაქტიკულად ბოლომდეა მიყვანილი, მიღებულია, თუმცა ამის შესახებ საზოგადოება გაიგებს რამდენიმე დღეში, იმიტომ რომ ბუნებრივია პარტიაში ამ ცვლილებების შესახებ იქნება შესაბამისი პროცედურები და აქედან გამომდინარე და ამის შესახბამისად გექნებათ ინფორმაცია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ის ტოვებს თანამდებობას და მიდის პოლიტიკიდან.

ამასთანავე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიაში ბიძინა ივანიშვილის თანამდებობას, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძე დაიკავებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდც რუსული Kh-101-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics