10:59 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-01 10:54:01, 479 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: 1ოქტომბერი საქართველს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება

„1ოქტომბერი საქართველს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება“- ასე აფასებს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე მოქმედი ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან მეოთხე წლისთავს.

მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში გარკვეული მიმართულებებით, დაპირებები არ შესრულებულა, თუმცა ის პროცესშია.

„მნიშვნელოვანი დღეა. ვფიქრობ 1 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, რადგან ეს დღე მომავალ თაობას დაამახსოვრდება დღედ როცა ქართველმა ერმა სისხლიან რეჟიმზე გაიმარჯვა იმ ბოროტებაზე, რასაც ისინი ხალხის წინ ჩაიოდნენ - რა მდგომარეობაში იყო მოსახლეობა, ჟურნალისტები, მაგრამ ქართველმა ხალხმა შევძელით, ერთად დგომით, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი არჩევნების გზით ჩამოგვეშორებინა.

ბევრი რეფორმა გატარდა. შეიძლება არსებობს გარკვეული მიმართულებები, სადაც დაპირება ჯერ არ შესრულებულა, თუმცა ის პროცესშია“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics