|
2020-12-28 14:45:24, 628 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარია - მინდა მოვუწოდო ინვესტორებს, უნდა გადავეწყოთ, დღეს სხვა ეპოქაა
მინდა მოვუწოდო ინვესტორებს, უნდა გადავეწყოთ, დღეს სხვა ეპოქაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რუსთავში კომპანია „ქართლი ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა შემზღუდავი ღონისძიებების სწორად გაგებისთვის და შესრულებისთვის თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადაუხადა. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პანდემია, გლობალური გამოწვევა ისევე, როგორც ეკონომიკური კრიზისი რაღაც პერიოდი ჩვენთან ერთად იქნება. ყველამ უნდა შევამჩნიოთ ის მიღწევები, რაც გვაქვს. მაგალითად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, როდესაც ელემენტარული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად შევძელით და ინფიცირების რაოდენობა ჯერ დავასტაბილურეთ და შემდეგ წამოვიყვანეთ ქვემოთ. ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მინდა მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის, შემზღუდავი ღონისძიებების სწორად გაგებისა და შესრულებისთვის, რამაც შესაძლებლობა მოგვცა და დღეს დღეში 1000-1500 ინფიცირებული გვყავს, როდესაც 1 თვის წინ ეს რიცხვი 5 000-ს უახლოვდებოდა. აქ მთავარია, რომ ყველას უნდა გვესმოდეს ის კავშირი, რომელიც მარტივი წესების დაცვასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შორისაა. მადლობა მინდა გადავუხადო ინვესტორებს, ასევე მინდა მოვუწოდო, უნდა გადავეწყოთ, დღეს სხვა ეპოქაა. პოსტ-კოვიდური ეკონომიკა სულ სხვანაირი იქნება. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში საქართველოში ნებისმიერი საქონლის სხვა კონტინენტიდან გამოწერა უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან ინტერნეტის საშუალებით ნივთის მიღება, ამიტომ როგორც მთავრობამ, ასევე ბიზნესმა ყველაფერი უნდა გადავახალისოთ“, - განაცხადა გახარიამ.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)