19:29 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-25 14:23:18, 591 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის საკრებულო დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს

დედაქალაქის საკრებულო, დღეს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. ბიუჯეტის პროექტის მოცულობა მილიარდ 50 მილიონი ლარით განისაზღვრა, რომელსაც 2021 წლის იანვარში დაემატება 50 მილიონი ლარი. ჯამში, მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება.

2021 წლის ბიუჯეტის მესამედი ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება. მათ შორის, საბინაო პროგრამების მიმართულებით, დაახლოებით 60 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან  425 მილიონი ლარი გამოიყოფა. მომავალ წელს დაგეგმილია რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. მათ შორისაა, ბაგები - უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ვაკის პარკის რეაბილიტაცია, ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნის აღდგენის სამუშაოები, ჭაბუა ამირეჯიბისა და ყიფშიძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა, ზღვის უბნის პარკის მოწყობა, რისთვისაც 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, ასევე ახალი პარკი ვარკეთილის ხევში, რისთვისაც ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარამდე გამოიყოფა.

2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების გარდა, თბილისის საკრებულო დღეს თბილისის მერის კახა კალაძის ანგარიშს მოუსმენს, გარდა ამისა, იმსჯელებს 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics