|
2020-12-25 11:10:18, 389 ნახვა
საზოგადოება
ნოე ხომერიკის ქუჩის სრული რეაბილიტაცია სრულდება
ისნის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ნოე ხომერიკის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების შედეგად, ნოე ხომერიკის ქუჩაზე სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. პირველ ეტაპზე, კომპანია GWP-ის მიერ წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია და წყალმომარაგების სისტემის ცვლილება განხორციელდა. მიწისქვეშ განთავსდა სხვადასხვა საკომუნიკაციო სადენი. მოეწყო სანიაღვრე სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, შშმ პირთათვის ადაპტირებული ბორდიურები და მიწისზედა ჰიდრანტი. 6 000 კვ.მ ფართობზე დაიგო ასფალტის საფარის პირველი ფენა. ამ ეტაპზე, მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს. პროექტი ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 847 000 ლარით ფინანსდება. მიმდინარე სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ადგილზე გაეცნო.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)