|
2020-12-24 11:11:53, 448 ნახვა
საზოგადოება
2020 წელს ნაძალადევის რაიონში 9 სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა
მიმდინარე წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში 9 სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა. სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებისთვის ნაძალადევის გამგეობამ წელს 388 000 ლარი დახარჯა. კალათბურთის ახალი, თანამედროვე ტიპის მოედანი მოეწყო ზღვისუბნის XI მ.რ. II კვ. 36-ე კორპუსთან, ცოტნე დადიანის ქუჩა N34-ში (მე-15 კორპუსის მიმდებარედ) კი ფეხბურთის კომბინირებული მოედანი რეაბილიტირდა. ახალი მინი სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა. „როგორც თბილისის მასშტაბით, ისე, ნაძალადევის რაიონში ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული სივრცეების განვითარება, რაც ხელს უწყობს ჩვენი ბავშვების, მოზარდების უფრო მეტ ჩართულობას სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალი სპორტული სივრცეების მოწყობა და არსებული ინფრასტრუქტურის განახლებაა. ზღვისუბანში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი კალათბურთის მოედანი მოეწყო, ხოლო დადიანის ქუჩაზე 560 კვ.მ ფართობის ფეხბურთის მოედანს ჩავუტარეთ სრული რეაბილიტაცია. მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნულ ორ მისამართზე შესრულებული კეთილმოწყობის სამუშაოების ღირებულება 136 000 ლარია.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)