17:31 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-24 02:37:26, 636 ნახვა

საზოგადოება
კათოლიკური ეკლესია საშობაო ღამისთევაზე დასასწრებად საშვებით სარგებლობაზე უარს აცხადებს

კათოლიკური ეკლესია საშობაო ღამისთევაზე დასასწრებად საშვებით სარგებლობაზე უარს აცხადებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კათოლიკური ეკლესიის ოფიციალური მედიასაშუალება ავრცელებს.

„საშვი გაიცემა იმათზე, ვის სახელებსა და პირადობის ნომრებს მიაწვდის ეპისკოპოსი რელიგიის სააგენტოში (რაც უკვე კარგა ხნის გაკეთებული უნდა იყოს).

საიდან უნდა იცოდეს ეპისკოპოსმა ვინ აპირებს მოსვლას წირვაზე? მით უმეტეს, რომ შესაძლოა ისეთი ხალხიც იყოს მსურველი, რომლებიც იშვიათად დადიან ტაძარში? წარმოგიდეგნიათ, წინამძღვარი როგორ ურეკავს ყველა ოჯახს და ეკითხება, მოდიხარო წირვაზე, პირადობის ნომერი მომეციო...? განა პიროვნებების მონაცემების მიწოდება არაა პირადი თავისუფლების შეზღუდვა? ეს ირიბი იძულება ხომ არაა, რომ ეკლესიებში ნებადართულ პერიოდში ჩატარდეს მსახურებები? რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დროის მიუხედავად პირადად ყველას შეუძლია შეხვდეს იესოს, რომელიც იბადება“, - განაცხადა კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსმა, ჯუზეპე პაზოტომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics