18:33 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-23 14:39:49, 445 ნახვა

პოლიტიკა
აკაკი ბობოხიძე - ოპოზიციურ ერთობაში „პატრიოტთა ალიანსი“ არც მოიაზრებოდა

„ევროპული საქართველოს“ წევრი, აკაკი ბობოხიძე, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ავთანდილ ენუქიძის განცხადებას ეხმაურება, რომ ის აპირებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლას.

ბობოხიძის თქმით, ცალკეული პიროვნების შესვლა პარლამენტში რეალურ სურათს ვერ შეცვლის, ხოლო თუ ენუქიძე პარლამენტში პარტიის სახელით შევა, როგორც ბობოხიძე აღნიშნავს, პარტიას მოუწევს ამაზე პასუხისგება საკუთარ ამომრჩეველთან.

„ოპოზიციურ ერთობაში „პატრიოტთა ალიანსი“ არც მოიაზრებოდა, თუმცა ჩვენ მოხარული ვიყავით, რომ „პატრიოტთა ალიანსი ბოიკოტს“ უცხადებდა პარლამენტს. მე იმედი მაქვს, რომ ისინი ბოლომდე შეასრულებენ თავიანთ სიტყვას, რაც შეეხება ბატონი ავთანდილ ენუქიძე დარჩება თუ არა, მე მას ნაკლებად ვიცნობ, როგორც პოლიტიკურ ფიგურას და ვფიქრობ, რომ „პატრიოტთა ალიანსი“, როგორც პოლიტიკური ძალა, თავისი გადაწყვეტილების ერთგული დარჩება ბოლომდე, ხოლო რომელიმე ცალკეული პიროვნება რეალურად სურათს მაინც ვერ შეცვლის. თუ „პატრიოტთა ალიანსი“ შეცვლის გადაწყვეტილებას და როგორც პარტიის წევრი, ისე დარჩება ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში, ასეთ შემთხვევაში ყველა პარტიას მოუწევს პასუხისმგებლობა საკუთარ ამომრჩეველთან“, - განაცხადა ბობოხიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics