11:07 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-23 12:17:44, 1108 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: მუნიციპალიტეტებში რეკრუტირების ცენტრების მშენებლობა იგეგმება

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტარების კითხვებს უპასუხა. სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და რეზერვის სისტემის შესახებ დასმულ კითხვაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ეს თემა ქვეყნის დაცვას ეხება და არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსთვის, არამედ, ნებისმიერი მოქალაქისთვის პრიორიტეტული თემაა. ამ კუთხით შემუშავებული კანონპროექტის საკანონმდებლო უწყებაში განსახილველად შემოტანა პანდემიის გამო შეფერხდა, თუმცა უახლოეს მომავალში სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებული პროექტი განიხილება.

კანონპროექტის მიხედვით მოქალაქეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლიან. მისი თქმით, ყურადღება სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო მომზადებაზე გამახვილდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტებში იგეგმება რეკრუტირების ცენტრების მშენებლობა, რომელიც გააერთიანებს როგორც სამხედრო სავალდებულო სამსახურს, ასევე რეზერვისა და მობილიზაციის სამსახურებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics