09:27 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-29 17:59:16, 531 ნახვა

პოლიტიკა
იან კელი: ჩვენი ძალისხმევა მიმართულია, ხელი შევუწყოთ საქართველოს არჩევანს

ჩვენს წინაშე მრავალი გამოწვევაა, მაგრამ, მე კვლავ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსადმი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაზე მინისტრთან საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრეს და ასევე იმაზე, თუ რას აკეთებს აშშ იმისთვის, რომ საქართველოს ამ მისწრაფებებს ხელი შეუწყოს.

„საქართველომ უკვე ბევრი რამ გააკეთა და დიდი წვლილი შეიტანა საერთაშორისო უსაფრთხოების საქმიანობაში. როგორც ნატო-ს ოპერაციებში, ასევე ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. კვლავ დავადასტურე ჩემი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების. ასევე მინისტრთან საუბრისას ავღნიშნე, რომ ჩვენი საელჩოს ძალისხმევა მიმართულია საქართველოს არჩევანს ხელი შეუწყოს. ჩვენს წინაშე მრავალი გამოწვევაა, მაგრამ მე კვლავ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსადმი“, - აღნიშნა იან კელიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics