19:58 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 14:16:34, 513 ნახვა

კომენტარი
​თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ღია ცის ქვეშ არავინ დაუტოვებიათ

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ღია ცის ქვეშ არავინ დაუტოვებიათ.

როგორც მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მათი დისკრედიტაციის მიზნით მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია.

„ბოლო დღეებია აქტიურად მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია ქალაქ თბილისის მერიის დისკრედიტაციის მიზნით, რასაც ხელს უწყობს ზოგიერთი მედია საშუალება, აქედან გამომდინარე საზოგადოება არის დეზინფორმაციის ქვეშ, რომელსაც უწყვეტ ნაკადად მიეწოდება ინფორმაცია, თითქოს მერია სახლებს უნგრევს და ქუჩაში ყრის მოქალაქეებს.

ვრცელდება ცილისმწამებლური ინფორმაცია მათ შორის 8 წლის გიგის შესახებ, რომლის ოჯახსაც აფრიკის დასახლებაში  მიტაცებულ მიწაზე აქვთ აშენებული უკანონო ნაგებობა. მოკვლეული ინფორმაციის შედეგად გაირკვა, რომ სულ ახლახანს სახელმწიფომ მათ გადასცა სამოთახიანი ბინა ქალაქ ზუგდიდში. ამის შესახებ სრულ ინფორმაციას დევნილთა ეკომიგრანტთა საარსებო უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი გაგაცნობთ“, - განაცხადეს მუნიციპალურ ინსპექციაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics