|
2020-12-17 13:26:32, 732 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა კობახიძის განცხადებაზე - ჩვენ ვიხილეთ შეშინებული ღლაპის სიტყვებით გამოხატული დიარეა
ჩვენ ვიხილეთ შეშინებული ღლაპის სიტყვებით გამოხატული დიარეა, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, ირაკლი კობახიძის განცხადებას პარტიებისათვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მისი თქმით, კობახიძის განცხადება იყო სამარცხვინო, ხოლო სიტყვა საბოტაჟი, რომლითაც ის გამოირჩეოდა, აახლოვებს ივანიშვილის რეჟიმს სტალინის საბჭოთა რუსეთთან, ლუკაშენკოს ბელორუსთან და პუტინის რუსეთთან. „ჩვენ ვიხილეთ შეშინებული ღლაპის ვერბალური დიარეა, სიტყვებში გამოხატული დიარეა, სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი, ერთადერთი სიტყვა გამოირჩეოდა, ეს იყო საბოტაჟი და ეს სიტყვა, სწორედ რომ გამოარჩევს და ამსგავსებს ივანიშვილის რეჟიმს სტალინის საბჭოთა რუსეთთან, პუტინის რუსეთთან, ლუკაშენკოს ბელორუსთან და ა.შ. ჩამონათვალი არც თუ ისე სახარბიელოა და ღირსეული იქ, სადაც დაიკავებს ივანიშვილის რეჟიმი ადგილს. შინაარს რაც შეეხება, არის ანტიკონსტიტუციური, ბოდვა და თუ ის პარტიებს გაუუქმებს კუთვნილ საბიუჯეტო დაფინანსებას, რაც პარტიების მრავალფეროვებისათვის არსებობს, ეს კიდევ ერთხელ მიგვიყვნას, უკვე დე-ფაქტო, ერთპარტიულ სიტუაციამდე, პარტიები არ გაუქმდებიან, მიუხედავად იმიასა, რომ მათ ასევე ენმ-ის გაუქმება დააანოსნსეს, პარტიები უფრო კონსოლიდირდებიან ამ ბრძოლაში და ფაქტი არის ერთი, რომ ბოიკოტი შედგა და ივანიშვილის ტკივა თავის გაყალბება, ივანისვილის წუხს თავის გაყალბებაზე, ივანიშვილი ბორგავს თავისი გაყალბებული გამო, ივანიშვილი შფოთავს და ასეთ ბოდვით სავსე ბრიფინგეს ატარებინებს თავის შიკრიკს და მონას. ამრიგად, ამით არაფერი არ იცვლება, ჩვენი გეგმა უცვლელია და რაც უფრო მეტი ასეთი განცხადება იქნება, მით უფრო კონსოლიდირებული იქნება ოპოზიცია“, - განაცხადა გიგი უგულავამ. ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში ინიციატივის წესით ახალი კანონპროექტი შევიდა, პარტიებს, რომლებიც არ ითვისებენ მანდატებს, დაფინანსება შეუწყდებათ. ამასთან, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)