06:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-16 14:13:14, 618 ნახვა

სამართალი
პროკურორი - გვაქვს მოლოდინი, რომ კობა დავითაშვილის საქმეზე ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი

საქალაქო სასამართლოში კობა დავითაშვილის ცემის ფაქტზე საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა.

პროკურორმა შოთა კაკულიამ განაცხადა, რომ დღეს დაცვის მხარე წარსდგება დასკვნითი სიტყვით.

პროკურორს აქვს მოლოდინი, რომ კობა დავითაშვილის საქმეზე ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი.

„გონივრული ვადა ჰქონდა განსაზღვრული წინა პროცესის შემდგომ დაცვის მხარეს და ის უნდა წარსდგეს დასკვნითი სიტყვით, წინა პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ წარმოვადგინეთ დასკვნითი სიტყვა. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს რომ მედიაში ამ პროცესის გაჭიანურების შესახებ გავრცელდა  გარკვეული მოსაზრებები ბრალდების მხარემ ერთი წლის წინ დაასრულა მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი, რის შემდეგაც, დაახლოებით 5 სასამართლო პროცესი გადაიდო დაცვის შუამდგომლობის საფუძველზე, რომ თითქოს მოწმის დაკითხვას აპირებდნენ. წინა პროცესზე დაცვის მხარე მოხსნა აღნიშნული მოწმე რაც არ იყო ჩვენთვის მოულოდნელი. მოლოდინი გვაქვს რომ სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს“, - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, კობა დავითაშვილი 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს ე.წ. ელიავას ბაზრობაზე სცემეს და თავისუფლება აღუკვეთეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics