09:53 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-16 12:47:03, 635 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - სამთო-სათხილამურო კურორტებზე სასტუმროები გაჩერებულია, მაგრამ გაქირავებულ ბინებში თუ ვინმე ავა, ამის კონტროლი შეუძლებელია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სამთო-სათხილამურო კურორტებზე სასტუმროები გაჩერებულია, მაგრამ გაქირავებულ ბინებში თუ ვინმე ავა, ამის კონტროლი შეუძლებელია.

თურნავამ მოქალაქეებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.

„სამთო-სათხილამურო კურორტებზე გაჩერებულია არამხოლოდ დიდი სასტუმროების, არამედ ნებისმიერი სასტუმროს საქმიანობა. გარდა ამისა, ჩვენ შევაჩერეთ საბაგიროების მუშაობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია - ის დამსვენებლები, ვინც სათხილამუროდ ადიოდა ამ კურორტებზე, ამ პერიოდში არ ავა. რაც შეეხება კერძო სახლებს და ბინების გაქირავებას, ან საკუთარ სახლში თუ ვინმე ავა ამის კონტროლი შეუძლებელია, მაგრამ კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას, ძალიან პასუხისმგებლიანად მოეკიდოს ამ პერიოდს, ეს არ არის ჩვეულებრივი ახალი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics