09:52 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-15 18:07:20, 534 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების სისტემა ეკონომიკური ეფექტით უთანაბრდება მოგების გადასახადის რეფორმას

დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების სისტემა ეკონომიკური ეფექტით უთანაბრდება მოგების გადასახადის რეფორმას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, რომელიც „საქართველოს მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს" ფარგლებში გაიმართა.

მისი თქმით,  დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების სისტემის გამართვა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და 2019 წელს 2016 წელთან შედარებით დაბრუნებული გადასახადები თითქმის გაოთხმაგდა.

„ამ მხრივ, 2020 წელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. დღეს ჩვენ გვაქვს სრულად ავტომატიზებული დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების სისტემა, როდესაც მეწარმეს მოთხოვნის გარეშე უბრუნდება მისი კუთვნილი ზედმეტობა. ავტომატური დაბრუნების სისტემით, პირველივე თვეში ისარგებლა 10 000-ზე მეტმა გადამხდელმა და დაბრუნდა 165 მლნ ლარზე მეტი. ახალი სისტემა, უზრუნველყოფს ბიზნესისთვის ასობით მილიონი ლარის ფინანსურ აქტივზე შეუფერხებელ წვდომას", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics