|
2020-12-15 15:36:12, 907 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის ოდიოზური ფიგურები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შლიან
„ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის ოდიოზური ფიგურები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შლიან. კობახიძე ოდიოზურ ოპოზიციონერებში მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას, გიგა ბოკერიას, ვანო მერაბიშვილსა და სხვებს გულისხმობდა. „ძალიან სწორი მიმართულებით ვითარდება პოლიტიკური პროცესები. ჩვენი ამოცანა იყო ამ რადიკალური ოპოზიციის შიგნით კორექტირების შეტანა და ძალიან გვეხმარებიან ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ოპოზიციას შლიან. ეს ოდიოზური ფიგურები როგორებიც არიან პირველ რიგში სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია, შეიძლება მერაბიშვილსა და სხვებზეც შეიძლება ლაპარაკი, ისინი შლიან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“. ბოკერიამ დაანგრია საკუთარი პარტია და ცდილობს, რომ საფლავში ჩაიყოლოს სხვა პოლიტიკური პარტიები, ანალოგიურად სააკაშვილმა, გვარამიამ დაშალეს „ნაციონალური მოძრაობა“, რაც ჯანსაღი პროცესია და რის შედეგადაც ჯანსაღ ოპოზიციას მივიღებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)